ჰაიდუკი უკეთესი იყო | როგორ დასრულდა დინამო თბილისის სავარაუდო მეტოქეების პირველი მატჩი?
ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ჰაიდუკ სპლიტმა პაფოსს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
მატჩში ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა - 56-ე წუთზე მიკელე შეგომ საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა, მალევე კი დარიო მელნიაკმა საბოლოო ანგარიში დააფიქსია.
ეს დაპირისპირება განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი გულშემატკივრებისთვის, რადგან იმ შემთხვევაში თუ დინამო თბილისი ჟალგირისის (კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპი) ბარიერს დაძლევს, მისი მომავალი მეტოქე სწორედ ამ წყვილში დამარცხებული იქნება. თანაც, დინამოს მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის უდიდესი ნაბიჯი აქვს გადადგმული - თემურ ქეცბაიას გუნდმა გუშინ 3:0 იმარჯვა.
დინამოსა და ჟალგირისის საპასუხო მატჩი მომავალ ხუთშაბათს, 30 ივლისს, ვილნიუსში გაიმართება, ამავე დღეს გამოვლინდება ქართული კლუბის მეტოქეც. ორივე შეხვედრა 21:00 საათზეა ჩანიშნული.
MICHELE ŠEGO FREE-KICK FOR 1-0! 🚀 https://t.co/mvw0dUctqP
— Croatian Football (@CroatiaFooty) July 23, 2026