მოჰამედ სალაჰმა საკუთარ კარიერულ მომავალზე ისაუბრა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მე "ლივერპულში" დარჩენა მინდა და მათ ამის შესახებ იციან. მათ იციან, თუ რა მსურს. ჩემი მოთხოვნები გიჟური არ არის. მეხუთე წელია აქ ვარ და კლუბს კარგად ვიცნობ. მიყვარს ფანები. ფანებს ვუყვარვარ. ხელმძღვანელობამ ყველაფერი იცის. ეს გადაწყვეტილება მათ ხელშია", - თქვა ეგვიპტელმა თავდამსხმელმა.29 წლის ფეხბურთელი მერსისაიდელებს 2017 წლის 1 ივლისს, "რომადან", 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის მაისურით ჩატარებულ 229 შეხვედრაში 148 გოლის გატანა და 56 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მან "წითლებთან" ერთად ინგლისის პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.