Belive

მოჰამედ სალაჰი ტრავმის გამო 2 მატჩს გამოტოვებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

აფრიკის ერთა თასის B ჯგუფის მეორე შეხვედრაში ეგვიპტემ განასთან ფრედ 2:2 ითამაშა. პირველი ტაიმის მიწურულს მოჰამედ სალაჰმა ტრავმა მიიღო და ამის გამო მისი შეცვლა გახდა საჭირო, მატჩის შემდეგ ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ თავის სოციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სალაჰის ტრავმის სირთულეზე წერია

განასთან გამართული მატჩის შემდეგ მოჰამედ სალაჰმა ტრავმა მიიღო, როგორც რენტგენმა აჩვენა ეგვიპტის ნაკრების კაპიტანს ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა აქვს და ის აფრიკის ერთა თასის 2 მატჩს გამოტოვებს, ჯგუფში კაბო ვერდესთან გასამართ შეხვედრას და ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში მოჰამედ სალაჰს 1/8-ფინალის მატჩის გამოტოვებაც მოუწევს. - ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაცია

მოჰამედ სალაჰმა პირველ მატჩში მოზამბიკის წინააღმდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა და ეგვიპტის ნაკრები მარცხისგან ბოლო წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით იხსნა, როგორც განასთან ასევე მოზამბიკთანაც ეგვიპტემ ფრედ 2:2 ითამაშა.

სხვა სტატიები