მოჰამედ სალაჰი კარიერას თურქულ გუნდში გააგრძელებს
ეგვიპტის ეროვნული ნაკრებისა ლივერპულის ყოფილი ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი დიდი ალბათობით კარიერას თურქულ კლუბში, კერძოდ კი ბეშიქთაშში გააგრძელებს, ინფორმაციას footmercato ავრცელებს. 34 წლის შემტევი ამჟამად უგუნდოდაა და სულ მალე კონტრაქტს თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმებს.
წყაროს ცნობით, სალაჰი წელიწადში 10 მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურებას მიიღებს, პლუს 2 მილიონი ევრო ბონუსების სახით და სავარაუდოდ ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს მეორე წლით გახანგრძლივების ოფციით.
შეგახსენებთ, რომ ბეშიქთაშმა თურქეთის სუპერლიგის გასული სეზონის ცხრილში მე-4 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. სალაჰის გარდა, მათ უკვე ოფიციალურად გაიფორმეს არსენალის ყოფილი ფეხბურთელი ლეანდრო ტროსარი.
🚨⚫️⚪️🦅🇪🇬 #SüperLig |
— Santi Aouna (@Santi_J_FM) July 17, 2026
✍️ Verbal agreement reached with Mohamed Salah to join Besiktas on a free transfer.
💰 Salary worth around €10m per year + €2m bonuses.
❗️One-year contract with an option for an additional year.https://t.co/iCIHesMKgW pic.twitter.com/BbR2y5P0bd