Belive

მანქანები, ბინები და სოლიდური ანაზღაურება | რას მიიღებს სალაჰი ტრაბზონსპორისგან?!

16 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ტრაბზონსპორმა ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის დამატება ოფიციალურად დაადასტურა.

თურქულმა კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. 34 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.​ ტრაბზონსპორისთვის ეგვიპტელის ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მოვლენა გახლდათ.

სალაჰის კონტრაქტის პირობები ცნობილია, რამაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

  • 30 მილიონი ევრო - წლიური ხელფასი

  • 20 მილიონი ევრო - ბონუსი ხელშეკრულების გაფორმებისთვის

  • 14 მილიონი ევრო - აგენტის საკომისიო

  • ვილა - დუბაიში

  • ვილა - უზუნგოლში (თურქეთი)

  • ლუქს კლასის BMW - მამისთვის, დედისთვის, დედმამიშვილებისთვის და მეუღლისთვის.

  • კერძო სკოლაში სწავლის უზრუნველყოფა - შვილებისთვის

  • ყოველთვიურად 10 ათასი ევრო - მეუღლის სტილისტისა და სილამაზის სალონის ხარჯებისთვის

  • ყოველთვიურად 20 ათასი ევრო - სამზარეულოსა და კვების ხარჯებისთვის

  • ყოველთვიურად 5 ათასი ევრო - ტუალეტის ქაღალდის ხარჯებისთვის.

შეთანხმების თანახმად, სალაჰი თითოეულ სეზონში 23 მილიონ ევროს მიიღებს, ასევე საზღვარგარეთ მისი სახელით ტრაბზონსპორის მაისურების გაყიდვიდან მიღებული მოგების 10%-ს, ხოლო ქვეყნის შიგნით მსგავსი პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული მოგების 25%-ს.

ლივერპულიდან გასული სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოსულმა სალაჰმა მერსისაიდულ გუნდში ყოფნის პერიოდში ორჯერ მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა, ასევე ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი.

სხვა სტატიები