მოედანზე შეჭრილი ლიდსის ფანი ედი ჰოუს დაუპირისპირდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში, "ლიდსისა" და "ნიუკასლის" დაპირისპირება შედგა.
ლიდსში, "ელანდ როუდზე" გამართული პრინციპული მატჩი, ფრედ 2:2 დასრულდა. აღნიშნულ მატჩში გამარჯვება ორივე გუნდს სჭირდებოდა - "ლიდსი" ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, "ნიუკასლს" კი სტუმრად მოპოვებული სამი ქულა, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში ადგილს ფაქტობრივად გაუნაღდებდა.
შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, მოედანზე "ლიდსის" ფანი შეიჭრა, რომელიც ედი ჰოუს სიტყვიერად დაუპირისპირდა. სიტუაცია დაცვის თანამშრომლებმა განმუხტეს. "ნიუკასლის" მწვრთნელისა და "ლიდსის" ფანის დაპირისპირების კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.