"ის მალე ჩემპიონთა ლიგის ტიტულს შეუტევს" - ზლატანმა ისაკის მხარე დაიჭირა
25 წლის შვედ ფეხბურთელს - ალექსანდრ ისაკს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ნიუკასლ იუნაიტედში აღარ ითამაშოს. ინფორმაციას The Athletic-ის სპორტული ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ავრცელებს. წყაროს ცნობით ალექსანდრ ისაკი კარიერას თავის ამჟამინდელ კლუბს იმ შემთხვევაშიც კი არ უკავშირებს, თუ სატრანსფერო ფანჯრის ვადის გასვლის შემდეგაც კი არაფერი იქნება გადაწყვეტილი.
ამ ყველაფერს კი ის ფაქტიც ასახავს, რომ ალექსანდრ ისაკი ნიუკასლის პირველ პრემიერლიგურ მატჩსაც არ დაესწარო და კლუბის წევრებთან მას აღარანაირი ურთიერთობა აღარ აქვს.
ალექსანდრ ისაკის ამ პოზიციას ეხმაურება ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც თანამემამულე დაიცვა და მისი მხარე დაიჭირა.
"ის შვედი ბიჭია. იცის, რომ ჩემი ადგილი უნდა დაიკავოს, თუმცა, კარაბაოს თასის დონის საფეხბურთო კლუბში თამაში მას საშუალებას არ მისცემს, ახლოსაც კი მივიდეს იმ ტიტულების უმეტესობასთან, რომლებიც მე მოვიგე.
სწორედ ამიტომ, ნიუკასლმა უნდა გაიგოს, რომ ისაკისთვის ითამაშონ და არა პირიქით. ამიტომ მან ნიუკასლი თავისი ცხოვრებიდან გაუშვა, ასე იქცევა შვედი კაცი. მალე ის ლიგის ტიტულებისთვის ითამაშებს. კარაბაოს თასი ნამდვილად არ არის ჩვენი ტიპის ტიტული, რადგან ჩვენ მაქსიმუმი გვსურს..." - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ალექსანდრ ისაკი ნიუკასლს 2022 წელს რეალ სოსიედადიდან შეუერთდა და გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. ინგლისურ გუნდში გადასვლის შემდეგ მან ყველა ტურნირის ეგიდით 109 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 62 გოლი, 11 საგოლე გადაცემის დაგროვება შეძლო. ამასთან ერთად გასულ სეზონში მან ნიუკასლში ინგლისის ლიგის თასი მოიგო.
Transfermarkt-ზე შვედი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 120 მილიონი ევროა.