დისკვალიფიკაცია სრულდება - სანდრო ტონალი მოედანს უბრუნდება
10-თვიანი დისკვალიფიკაცია სრულდება, 24 წლის იტალიელი ფეხბურთელი მოედანს უბრუნდება. სანდრო ტონალიმ "ნიუკასლთან" ერთად ვარჯიში დაიწყო და მოედანს 28 აგვისტოს ოფიციალურად დაუბრუნდება.
🇮🇹 We can announce that Sandro Tonali will return to selection on Wednesday, 28 August following the conclusion of his ten-month ban from competitive football pic.twitter.com/M50U0fkwOQ
— Newcastle United FC (@NUFC) August 15, 2024
უკანონო ფსონების განთავსების გამო, სანდრო ტონალი 10-თვიანი დისკვალიფიკაციით იყო დასჯილი. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სანქციები 18-თვიან დისკვალიფიკაციას მოიცავდა, რასაც 8 თვე მოაკლდა, რადგან ფეხბურთელმა სპეციალური სამკურნალო თერაპია გაიარა.
ტონალი ფეხბურთში დაბრუნებას 2024 წლის 28 აგვისტოდან შეძლებს და მისი დაბრუნება 28 აგვისტოს, ინგლისის FA თასზე, "ნოტინგემ ფორესტის" წინააღმდეგ შედგება.
სანდრო ტონალიმ "ნიუკასლში" გადასვლის შემდეგ მხოლოდ 12 თამაშში მიიღო მონაწილეობა, იმის შემდეგ კი 1 წელი გაუცდა.
საინტერესოა, თუ როგორ შეძლებს, 1-წლიანი იძულებითი დისკვალიფიკაციის შემდეგ, უნიჭიერესი 24 წლის იტალიელი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას.