Belive

"მოედანი ჰეთ-თრიქით უნდა დამეტოვებინა" - რაფინია

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიმდინარე სეზონის ბოლო ელ კლასიკო" კვლავ "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა. "ბლაუგრანამ" 2-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და 4:3 გამარჯვება შეძლო.

ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, "ბარსელონა" 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ჩემპიონის ტიტულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. მიუხედავად ამისა, რაფინია დღევანდელი თამაშით უკმაყოფილოა და აღნიშნავს, რომ უკეთ თამაში მართებდა.

დღეს მეტი გოლის გატანა მმართებდა. მოედანი ჰეთ-თრიქით უნდა დამეტოვებინა. კარგად არ მითამაშია და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული არ დამიმსახურებია - ამ ჯილდოს სხვას მივცემდი.

ყოველთვის ვამბობ, რომ "ბარსელონას" ტიტულების მოსაგებად და ისტორიაში შესასვლელად შევუერთდი. ამ სეზონში გეგმის შესრულება დავიწყე.

ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები მატჩის მსვლელობისას - ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ჩამორჩენის აღმოფხვრა მოგვიხდა. ვიცოდით, რომ "რეალი" გაგვიტანდა, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნეთ და თამაში შემოვატრიალეთ. უნდა ვიზეიმოთ, რადგან სეზონში მე-4 "ელ კლასიკო" მოვიგეთ.
- რაფინია.

შეგახსნებთ, რომ ლა ლიგის 36-ე ტურში "ბარსელონა" "ესპანიოლს" დაუპირისპიდება.

სხვა სტატიები