მოდრიჩმა რეალის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
მადრიდის ,,რეალის” ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, კრიშტიანუ რონალდუ ,,სამეფო გუნდის” ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა:
,,ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ კრიშტიანუ ,,რეალისთვის” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, თუ საუკეთესო არა.
ყველაფერი, რასაც მან ,,რეალში” 8-9 წლის განმავლობაში მიაღწია, განსაკუთრებულია.
გოლების გატანის, ტიტულების, ინდივიდუალური რეკორდებისა და გუნდური თასების მხრივ, ის ძალიან გავლენიანი იყო,” - განაცხადა მოდრიჩმა.
რონალდუ ,,რეალში” 2009-2018 წლებში თამაშობდა და ,,სამეფო კლუბთან” ერთად ლა ლიგა (2-ჯერ), კოპა დელ რეი (2-ჯერ), ესპანეთის სუპერთასი (2-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა (4-ჯერ), უეფას სუპერთასი (2-ჯერ) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (4-ჯერ) მოიგო.
პორტუგალიელის ანგარიშზე მადრიდული გრანდის მაისურით ჩატარებულ 438 შეხვედრაში 450 გოლი და 131 საგოლე გადაცემაა.