კრიშტიანუ რონალდუს უნიკალური მიღწევა ეროვნულ ნაკრებში
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა ლიხტენშტაინს სტუმრად 2:0 მოუგო.
მატჩში ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, პორტუგალიელთა კაპიტანი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც 38 წლის ასაკში, ეროვნულ გუნდში, 10 გოლის გატანა შეძლო.
კრიშტიანუმ 5 თებერვლიდან (მას შემდეგ რაც 38 წლის გახდა) ევრო 2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგს (2), ისლანდიას, სლოვაკეთს (2), ბოსნიასა (2) და ლიხტენშტაინს (3) გაუტანა.
პორტუგალიის ნაკრები შესარჩევი ეტაპის ჯგუფს უდანაკარგოდ, 9-დან 9 მოგებით ლიდერობს. რობერტო მარტინესის გუნდი ბოლო ტურის მატჩს კვირას, 19 ნოემბერს, ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს.