Belive

მოდრიჩი, პიკე, ბენზემა, მამარდაშვილი - ქართველი მეკარე ლა ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 2021/22 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ავტორიტეტული ევროპული სტატისტიკური გამოცემა, Whoscored.com-ის ვერსიით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დივიზიონის კვირის საუკეთესო გუნდის კარს, 20 წლის ქართველი გოლკიპერი იცავს. გიორგი მამარდაშვილთან ერთად, ლა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც ნაჩო ფერნანდესი, ჟერარდ პიკე, ერიკ ლამელა, ფრენკი დე იონგი, ლუკა მოდრიჩი, მარტინ ბრაითუეითი, ქარიმ ბენზემა და ანხელ კორეა არიან.

გიორგი მამარდაშვილმა, ლა ლიგის პირველ ტურში "ხეტაფესთან" გამართულ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, მის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (1:0) და სათამაშო კვირის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა.

სხვა სტატიები