როდრიგო: ,,როცა ვხედავ, რომ 38 წლის მოდრიჩი კუთხურიდან საჯარიმოში ჩარბის, მე როგორ არ უნდა ვირბინო?
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' შემტევმა, როდრიგომ, ,,სამეფო გუნდის'' ნახევარმცველზე, ლუკა მოდრიჩზე, ისაუბრა:
,,მოდრიჩს სურს, რომ გუნდთან ერთად ყველაფერი მოიგოს.
ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, საკითხი მარტივად დგას, რადგან როცა ვხედავ, რომ 38 წლის მოდრიჩი, რომელსაც 5 ჩემპიონთა ლიგა და ოქროს ბურთი აქვს მოგებული, კუთხურიდან საკუთარ საჯარიმოში ჩარბის, მე როგორ არ ვირბინო?
უფროსები მაგალთს გვაძლევენ და ყველას გვესმის რას ნიშნავს რეალში თამაში. ჩვენს გასახდელში ეგოიზმი არ არსებობს.'' - როდრიგო
მიმდინარე სეზონში ლუკა მოდრიჩის ანგარიშზე მადრიდის ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 2 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
Rodrygo: "Ego in the locker room? For us, the young players, it is easy, because if I see Modric, 38 years old, with five Champions Leagues and a Ballon d'Or running from the corner to the box, how am I not going to run? There is no ego in our locker room." pic.twitter.com/kcZ6IgEnM7
— Madrid Universal (@MadridUniversal) May 27, 2024