"მობილურის გამოყენება ბევრი ბავშვისთვის ავადმყოფობაა" - ჰენრიხ მხითარიანი
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინტერის სომეხმა ფეხბურთელმა, ჰენრიხ მხითარიანმა გაძეტა დელო სპორტთან ინტერვიუში მობილურების გამოყენების საფრთხეებზე ისაუბრა და განმარტა, თუ როგორ შეიძლება ამან უარყოფითად იმოქმედოს ფეხბურთელების თამაშზე.
თუ ღამით ცას შეხედავ, ბევრ ვარსკვლავს დაინახავ, თუ მხოლოდ ერთზე გაამახვილებ ყურადღებას, დანარჩენებს ვეღარ დაინახავ, იგივე ხდება მობილურების შემთხვევაშიც. თუ მხოლოდ მობილურს შეხედავ, ვერ დაინახავ რა ხდება შენს გარშემო, სწორედ ამიტომ არ მომწონს, როდესაც მას ძალიან ხშირად იყენებენ გასახდელში ან სპორტდარბაზში. მობილურის ხშირი გამოყენება გავლენას ახდენს თამაშზე, რადგან ამის შემდეგ მოედანზე თავს დახრი, მხოლოდ ბურთს უყურებ და თანაგუნდელებს ვეღარ ხედავ, ეს ბევრი ბავშვისთვის ავადმყოფობაა, რომელიც ფეხბურთს სცდება. - ჰენრიხ მხითარიანი - ინტერის ფეხბურთელი