ჰენრიხ მხითარიანი: "ვნახოთ, შესაძლოა სეზონის ბოლოს კარიერა დავასრულო"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
შაბათს, 18 ოქტომბერს, სერია A-ს მე-7 ტურში, დედაქალაქური გრანდი რომა ინტერს უმასპინძლებს.
ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, სომეხმა ფეხბურთელმა - ჰენრიხ მხითარიანმა ისაუბრა, რომელსაც რომაში თამაშის გამოცდილებაც აქვს და მან აქვე აღნიშნა, რომ შესაძლოა სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულოს.
"ჩემი ცხოვრების ამ მომენტში ბევრი რამ არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი: ვნება, გული, სიამაყე, ცხოვრება. ძალიან კარგი კარიერა მქონდა რომაში და უკან რომ ვიხედები, ვამაყობ.
ბოლო პერიოდი რთული იყო, ამდენი აღმასვლა და დაცემა. უნდა გავიგოთ, რა ხდება, შეგვიძლია თუ არა შევინარჩუნოთ ფეხბურთის მიერ მოთხოვნილი დონე. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რომ კარგ ფორმაში ვიყო. ვნახოთ, ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება თუ არა, ვიმედოვნებ რომ კი, რადგან მომენტებში ვხვდები, რომ ჩემი საფეხბურთო მწვერვალი უკვე გავლილია..." - ჰენრიხ მხითარიანი
შეგახსენებთ, რომ 36 წლის ჰენრიხ მხითარიანი წლების განმავლობაში: არსენალში, მანჩესტერში, შახტარში, რომაში, დორტმუნდში და ინტერში თამაშობდა.
მას პროფესიონალური კარიერის განმავლობაში 731 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 181 გოლის გატანა და 153 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.