კივუ: "რთულია იმ გუნდთან თამაში, რომელიც 3 თვეში 4-ჯერ თამაშობს"
ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩები გაიმართა, სადაც ინტერი შინ ბოდო გლიმტს დაუხვა და პირველი დიდი სენსაცია დაფიქსირდა. მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ინტერი, ჩემპიონთა ლიგას 1/16-ფინალიდან გამოეთიშა, ნორვეგიული ბოდო გლიმტი კი ისტორიაში პირველად 1/8-ფინალში გავიდა.
ინტერის 45 წლის რუმინელმა მწვრთნელმა - კრისტიან კივუმ, მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგას ასე მალევე გამოვეთიშეთ, ამაზე საუბარიც ძალიან რთულია...
ეს შედეგი ბოდოს დამსახურება უნდა მივაწეროთ, მათ შეძლეს და ჩვენს წინააღმდეგ დიდებული მატჩები ითამაშეს, შესაბამისად შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურეს.
შანსები გვქონდა, შეგვეძლო მათი უფრო ნათლად გამოყენება და უკეთესი შედეგის დაფიქსირება - ყველანაირად ვეცადეთ, ჩვენი შესაძლებლობების და ძლიერი მხარეების გამოყენება, თუმცა არ გამოვიდა.
სამწუხაროა რომ სწრაფი გოლი ვერ გავიტანეთ, რადგან თავიდან 1-0 ანგარიშით მათზე მეტ ზეწოლას მოვახდენდით, თუმცა ენერგიის პოვნა ძნელია, როცა ყოველ 3 დღეში თამაშობ.
იოლი არ არის თამაში იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც 3 თვეში 4 თამაში ჩაატარა..." - კრისტიან კივუ
შეგახსენებთ, რომ ბოდო გლიმტს ჩემპიონთა ლიგაზე ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს: ინტერი, მანჩესტერ სიტი და ატლეტიკო დაამარცხა, ხოლო დორტმუნდთან ფრე ითამაშა, ახლა უკვე ინტერი მეორედაც დაამარცხა და ბოლოს ნორვეგიული კლუბი ნოემბერში, სწორედ იტალიაში, იუვენტუსთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა.
ჩემპიონთა ლიგის 4 1/8-ფინალისტი უკვე ცნობილია - ბოდო გლიმტი, ნიუკასლი, ლევერკუზენი და ატლეტიკო, დანარჩენი 4-ის ვინაობა კი დღეს გაირკვევა.