Belive

"მო სალაჰი, ჩემზე ბევრად უკეთესი ფეხბურთელია" - ედენ აზარი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

33 წლის ვეტერან ბელგიელ ფეხბურთელ, ედენ აზარს Sportbible-მა კითხვა დაუსვა - ვინ უფრო უკეთესია, შენ თუ მო სალაჰი? რაზეც ფეხბურთელმა დაუფიქრებლად ეგვიპტელი ფეხბურთელი დაასახელა და აღნიშნა, რომ ის ბევრად უკეთესია:

ის "ბაზელშიც" კარგი იყო და "ჩელსიშიც", ჩვენ ერთადაც გვითამაშია და ერთმანეთის წინააღმდეგაც, როდესაც ის "ბაზელში" თამაშობდა, ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე შევხვდით, მატჩის შემდეგ ჩვენ გუნდში ვამბობდით, რომ ის გასაოცარი ფეხბურთელია და ვიყიდეთ, რადგან ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობდა.

ფეხბურთში ხანდახან გაქვს როგორც აღმავლობის პერიოდი, ასევე დაღმასვლაც, მაგრამ შემდეგ კი რაც მან "ლივერპულთან" ერთად გააკეთა ეს შესანიშნავი იყო. მოკლედ, მო სალაჰი ჩემზე ბევრად უკეთესია! - ედენ აზარი - ვეტერანი ფეხბურთელი

ედენ აზარმა საფეხბურთო კარიერა 2023 წელს დაასრულა, "ჩელსიში" ის 2012-დან 2019 წლამდე ასპარეზობდა, 352 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 110 გოლი და გააკეთა 85 საგოლე გადაცემა.

მო სალაჰი "ჩელსიში" 2014 წელს გადავიდა, მას შემდეგ იყო "ფიორენტინაში", "რომაში" და საბოლოოდ 2017 წელს "ლივერპულში" დამკვიდრდა, სადაც ყველაფერი მოიგო. აზარს და სალაჰს "ჩელსიში" ერთად მხოლოდ 9-ჯერ უთამაშიათ.

სხვა სტატიები