სალაჰი პრემიერლიგის რეკორდსმენია
სალაჰისთვის "ვესტ ჰემთან" შეხვედრა უნიკალური გამოვიდა. ეგვიპტელმა პრემიერლიგის ამ სეზონში მე-18 საგოლე გადაცემა შეასრულა, რამაც საშუალება მისცა უკან ჩამოეტოვებინა ერლინგ ჰოლანდისა და ტიერი ანრის მიღწევა (სეზონში გოლებში მიღებული მონაწილეობა).
ახლა სალაჰს 45 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც აბსოლუტური რეკორდია (38-მატჩიან პრემიერლიგაში). აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (44) ტიერი ანრის და ერლინგ ჰოლანდს ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე კიდევ 6 ტურია დარჩენილი, ამიტომ სალაჰს თავისივე რეკორდის გაუმჯობესების შანსი აქვს - 32 მატჩში გატანილი 27 გოლი და 18 საგოლე გადაცემა.
მისი ასისტების რაოდენობა მეოთხეა ისტორიაში: ჩამორჩება მხოლოდ ანრის (20, 2002/03), კევინ დე ბრუინეს (20, 2019/20) და მესუთ იოზილს (19, 2015/16). თუ ეგვიპტელი დარჩენილ 6 თამაშში 3 საგოლე გადაცემას შეასრულებს, ის ამ კომპონენტშიც ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება.
Leading the way 🇪🇬👑 pic.twitter.com/sCSGyXzeMr
— Liverpool FC (@LFC) April 14, 2025