Belive

ბუნდესლიგის ფეხბურთელებმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი აირჩიეს

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის ფეხბურთელებმა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე აირჩიეს, გამოკითხვა ჩატარდა გერმანული გამოცემა Kicker-ის მიერ, სადაც 216 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათ ხმა უნდა დაეფიქსირებინათ და აერჩიათ ერთი რომელიმე კონკრეტული მოთამაშე. სულ მოცემული იყო 3 პოზიცია.

საუკეთესო შემტევის პოზიციაზე ლამინე იამალმა გაიმარჯვა, სრულად ხმები ასე გადანაწილდა:

ლამინე იამალი - 53.7%

უსმან დემბელე 6.9%

კილიან მბაპე - 6.0%

რაფინია - 4.6%

ფლორიან ვირცი - 4.2%

მო სალაჰი - 3.7%

ერლინგ ჰოლანდი - 2.8%

ვინისიუს ჟუნიორი - 2.3%

ჰარი კეინი - 2.3%

სხვა ან არცერთი - 13.5%

საუკეთესო მცველის პოზიციაზე ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა ვირჯილ ვან დაიკმა მიიღო, სრულად პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

ვირჯილ ვან დაიკი - 27.3%

ალესანდრო ბასტონი - 15.7%

უილიამ სალიბა - 12.0%

პაუ კუბარსი - 4.2%

რუბენ დიაში - 3.7%

ანტონიო რუდიგერი - 3.7%

როდრი - 3.2%

მარკინიოსი - 3.2%

ჯონათან ტა - 2.3%

იოშკო გვარდიოლი - 2.3%

სხვა ან არცერთი - 22.4%

საუკეთესო მეკარის პოზიციაზე ჯანლუიჯი დონარუმამ გაიმარჯვა, ხმები ასე გადანაწილდა:

ჯანლუიჯი დონარუმა - 38.0%

ტიბო კურტუა - 16.2%

იან ზომერი - 14.8%

ალისონ ბეკერი - 7.9%

მანუელ ნოიერი - 2.8%

დავიდ რაია - 2.3%

ანდრე ტერ შტეგენი - 2.3%

სხვა ან არცერთი - 15.7%

სხვა სტატიები