მხოლოდ 44 დღე პოსტზე - ტოტენჰემმა ტუდორი გაუშვა
6 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მხოლოდ 44-დღიანი მუშაობის შემდეგ, ტოტენჰემმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იგორ ტუდორი გაათავისუფლა. სულ რაღაც 6 კვირის წინ, ხორვატი სპეციალისტი, ტომას ფრანკის გაშვების შემდეგ დანიშნეს, თუმცა შედეგი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ჩრდილოეთ ლონდონში მოელოდნენ.
იგორ ტუდორმა ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შვიდი მატჩის შემდეგ დატოვა, ისე რომ, ამ შვიდიდან 5-ჯერ დამარცხდა. ახლა ტოტენჰემი, გასავარდნი ზონის მე-18 ადგილს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.
შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ორმხრივი შეთანხმებით, მთავარი მწვრთნელი იგორ ტუდორი დაუყოვნებლივ დატოვებს კლუბს.
ტომისლავ როგიჩმა და რიკარდო რაგნაჩიმ ასევე დატოვეს მეკარეების მწვრთნელისა და ფიზიკური მწვრთნელის თანამდებობები.
მადლობას ვუხდით იგორს, ტომისლავს და რიკარდოს ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში გაწეული ძალისხმევისთვის, რომლის განმავლობაშიც ისინი დაუღალავად მუშაობდნენ. ასევე ვიზიარებთ იგორის ბოლო დროს განცდილ მწუხარებას და ვუცხადებთ ჩვენს მხარდაჭერას მას და მის ოჯახს ამ რთულ დროს.
ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ განახლებული ინფორმაცია დროულად გახდება ცნობილი. - ვკითხულობთ ტოტენჰემის ოფიციალურ განცხადებაში
We can confirm that it has been mutually agreed for Head Coach Igor Tudor to leave the Club with immediate effect.
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) March 29, 2026
Tomislav Rogic and Riccardo Ragnacci have also left their respective roles of Goalkeeping Coach and Physical Coach.
We thank Igor, Tomislav and Riccardo for their… pic.twitter.com/I6HUdLdewL