მხითარიანი: ,,საუდის არაბეთი? ჩემთვის ფული მთავარი არ არის''
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ინტერის'' ნახევარმცველმა, ჰენრიხ მხითარიანმა, განაცხადა, რომ კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებას არ აპირებს:
,,საუდის არაბეთს ძლიერი ფეხბურთელების მიწვევით ჩემპიონატის გაძლიერება და ფეხბურთის განვითარება სურს.
პირადად მე ამის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, რადგან მიმაჩნია, რომ ამ სპორტში მთავარი ფული არ არის! მე ფეხბურთს ყოველთვის სიყვარულის გამო ვთამაშობდი და არა ფულისთვის... ასე რომ, ჩემთვის ეს კარი დაკეტილია. ამ ვარიანტს არც განვიხილავ და არც მინდა, რადგან ევროპული ფეხბურთის დონე და მაყურებლის დამოკიდებულება სულ სხვაა.
35 წლის ასაკში იტალიის ჩემპიონატის მოგებას ყველა ვერ ახერხებს. ამით არ დავკმაყოფილდები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომავალი სეზონიც წარმატებული იყოს!'' - ჰენრიხ მხითარიანი
მიმდინარე სეზონში ჰენრიხ მხითარიანის ანგარიშზე ,,ინტერის'' მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 2 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.
35 წლის ფეხბურთელმა ,,ნერაძურისთან'' ერთად სერია A-ს მოგება შეძლო.