იტალიურ მედიაში ინტერის მთავარი სატრანსფერო სამიზნე სახელდება
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ,,ბაიერნის'' ცენტრალურმა მცველმა, კიმ მინ-ჯემ, კარიერა, შესაძლოა, ,,ინტერში'' გააგრძელოს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ,,ნერაძურის'' მთავარი სამიზნე იქნება.
როგორც La Gazzetta dello Sport წერს, ტრანსფერი დიდწილად სტეფან დე ვრეის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, რომელმაც, შესაძლოა, იტალიური გუნდი დატოვოს. ასეთ შემთხვევაში კი ,,ინტერს'' ახალი მცველი დასჭირდება.
გუშინ მედიაში ისიც დაიწერა, რომ ,,ბაიერნს'' ,,ინტერისთვის'' კიმის დათმობა არ სურს და მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე კლუბს ტრანსფერზე უარიც უთხრა.
კიმმა გასულ სეზონში ,,რეკორდმაისტერის'' მაისურით ჩატარებულ 36 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.