Belive

მიუნხენის ბაიერნთან ყველაზე ახლოს რალფ რანგნიკია

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნი", რომელიც სეზონის ბოლოს თავის მწვრთნელს, ტომას ტუხელს ემშვიდობება, ძალიან ახლოს არის რალფ რანგნიკთან შეთანხმებასთან, თუმცა არის რამდენიმე დეტალი, რომელიც მიუნხენურ გრანდში აფიქრებთ.

Bild-ისა და Sky Germany-ის ახალი ამბების მიხედვით, მიუნხენის ბაიერნმა რალფ რანგნიკთან, როგორც "გეგმა C"-თან თითქმის ყველა პირობა შეათანხმა. არის რამდენიმე გადასაჭრელი საკითხი, რომ ორივე მხარე საბოლოოდ ერთ აზრამდე მივიდეს. პირველი არის ის, რომ რანგნიკს მხოლოდ ივლისის შუა რიცხვების შემდეგ შეუძლია შეუერთდეს გუნდს, ის ავსტრიის ნაკრების მწვრთნელია და ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე ვერ გათავისუფლდება. მეორე საკითხია ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციისთვის გადასახდელი მაღალი კომპენსაცია.

რალფ რანგნიკი ავსტრიას 2022 წლის 1 ივნისიდან ხელმძღვანელობს, მანამდე კი გერმანელი მწვრთნელი "შალკე 04"-ის, "ჰოპენჰაიმის", "ლაიპციგისა" და უკანასკნელად, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი იყო.

სხვა სტატიები