'წითელი კედელი' რეალთან | ბაიერნი გულშემატკივრებს რაზმავს
სამშაბათს ევროპული ფეხბურთის კიდევ ერთ კლასიკას ვიხილავთ. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის პირველ შეხვედრაში, მიუნხენის "ბაიერნი" ალიანც არენაზე "რეალ მადრიდს მიიღებს". ბავარიელებს სურთ, რომ ეს დღე ერთ-ერთი გამორჩეული იყოს გულშემატკივრობის კუთხით.
კლუბმა და თომას მიულერმა გულშემატკივრებს ოფიციალუად მიმართეს, რომ რეალს ყველაზე დასამახსოვრებელი დახვედრა შესთავაზონ და ალიანც არენაზე "წითელი ჯოჯოხეთი" მოუწყონ. მიუნხენელთა დევიზია: "რეალი თეთრს იცავს, მაგრამ აქ ყველაფერი წითელია".
ბავარიელების განძრახვა ერთგვარი პასუხია იმ მოწოდებაზე, რაც მადრიდელებმა გააკეთეს მეოთხედფინალის პირველ მატჩში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, სადაც სამეფო კლუბის დევიზი იყო "ყველა თეთრში". მიულერი მოუწოდებს თავის თაყვანისმცემლებს „გადახედონ კარადას ან იყიდონ რაიმე წითელი“.
Bayern Munich have released a video asking fans to turn up on Tuesday night for the game: "On Tuesday, the stadium should be completely decked out in red. Real Madrid stands for the royal white - but in Munich the motto will be: 'all in red'. pic.twitter.com/oZwdnrSC5O
— Madrid Universal (@MadridUniversal) April 28, 2024