რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბუნდესლიგის მატჩი "ვერდერსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის.
შეხვედრა სტუმრებმა 0:1 მოიგეს და ამ გამარჯვებით "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა. მატჩში ერთადერთი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ 43-ე წუთზე გაიტანა.
"ბაიერნმა" ბუნდესლიგა ზედიზედ მერვედ და ჯამში ოცდამეათედ მოიგო. "რეკორდმაისტერის" შემდეგ ყველაზე ტიტულოვანი კლუბი "ნიურგბერგია" 9 ბუნდესლიგის სინით, ხოლო შემდეგ "დორტმუნდის ბორუსია" 8 ჩემპიონობით იწონებს თავს.
ამ მომენტისთვის გერმანულ გრანდს 76 ქულა აქვს და არცერთ გუნდს აღარ ძალუძს "ბაიერნისთვის" გადასწრება.