ინგლისის ნაკრებისა და "ლივერპულის" 21 წლის მცველი - ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა.
"მერსისაიდელთა" მარჯვენა მცველმა "ჩელსის" წინააღმდეგ საგოლე გადაცემა გააკეთა, რომელიც მისთვის პრემიერ ლიგის 2019/2020 წლების სეზონში მე-13 აღმოჩნდა.
ამ შედეგიანი გადაცემით, იგი პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი მცველი გახდა, რომელმაც 13 საგოლე გადაცემის შესრულება ერთ სეზონში შეძლო. "ლივერპულის" კიდევ ერთი ახალგაზრდა მცველის - ენდი რობერტონის ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში 11 საგოლე გადაცემა დაგროვდა.
აღსანიშნავია, რომ ტრენტმა 2018/19 წლების სეზონში მის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა - გასულ სეზონში ახალგაზრდა მცველმა 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.