Belive

მიულერი: ,,დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიას ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ტომას მიულერმა, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე თავისი გუნდის შანსები შეაფასა:

,,დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია! პირველ ყოვლისა, გერმანულ ფეხბურთში ჩართული ყველა ადამიანი, განსაკუთრებით კი ჩვენ, ნაკლებად ქედმაღლები უნდა ვიყოთ.

ეჭვგარეშეა, რომ ავსტრიისა და იაპონიის დამარცხება შეგვიძლია (გერმანიამ ბოლო მატჩი სწორედ ავსტრიასთან წააგო), მაგრამ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს გამარჯვებები თავისით არ მოვა. თითქოს, დავკარგეთ იმის განცდა, რომ მოედანზე ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.'' - ტომას მიულერი

ევრო 2024-ს 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სწორედ გერმანია უმასპინძლებს.

,,ბუნდესნაკრები'' A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები შოტლანდია, უნგრეთი და შვეიცარია იქნებიან.

სხვა სტატიები