Belive

"გოლების გატანა მიყვარს და მზად ვარ პირველი თამაშისთვის" - გიორგი მიქაუტაძე

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩამდე ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ჩვენი გუნდის ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას. 

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა:

მოხარული ვარ აქ ყოფნით. ისტორია დავწერეთ და პირველად ვართ ევროპის ჩემპიონატზე. ველოდებით თურქეთთან თამაშს. ვიცით, როგორ თამაშობს მეტოქე და ვემზადებით პირველი მატჩის მოსაგებად და ჩემპიონატის კარგად დასაწყებად. გოლების გატანა მიყვარს და მზად ვარ პირველი თამაშისთვის. მჯერა, რომ მექნება გოლის გატანის შანსი. ვიცი ჩემი შესაძლებლობები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თურქეთთან სადებიუტო გოლი გავიტანო ევროპის ჩემპიონატზე და პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ. - გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი

ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველი მატჩი თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 18 ივნისს, დორტმუნდში გაიმართება.

სხვა სტატიები