Belive

ევრო 2024 | საქართველო VS პორტუგალია - ურთიერთშეხვედრები

1 კვირის წინ ფეხბურთი
3 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები თავის სადებიუტო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ხვალ, 26 ივნისს 23:00 საათზე დაიწყება. საქართველოსთვის ეს გადამწყვეტი დაპირისპირებაა, სწორედ ამ მატჩზეა დამოკიდებული გავალთ თუ ვერა შემდეგ ეტაპზე, ანუ 1/8-ფინალში. არის შანსი, რომ ნათამაშებმა ფრემ შემდეგ ეტაპზე გაგვიყვანოს, მაგრამ მოგება აუცილებლად ჯგუფიდან გასვლის ტოლფასია. წაგება ჩვენთვის ავტომატურად ევრო 2024-ის ნაადრევად დასრულებას ნიშნავს.

გავეცნოთ თუ როგორი სტატისტიკაა ურთიერთშეხვედრების მხრივ საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და პორტუგალიას შორის. ამ ორ ნაკრებს ერთმანეთის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ უთამაშიათ.

პორტუგალია 2:0 საქართველო | 2008 წლის 31 მაისი

პორტუგალია ჩვენს ნაკრებს ქალაქ ვიზეუში საკუთარ არენაზე 2008 წლის 31 მაისს დაუპირისპირდა. მატჩი ამხანაგური იყო და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ანგარიში მე-19 წუთზე ჟოაო მოუტინიომ გახსნა, სხვაობა ორამდე კი პენალტის ნიშნულიდან სიმაომ გაზარდა.

პორტუგალია 2:0 საქართველო | 2008 წლის 31 მაისი

2008 წლის შეხვედრა უბრალოდ სტატისტიკა და ისტორიაა, რომელსაც დიდი მნიშვნელობაც არ ენიჭებოდა, რადგან ამხანაგური იყო. ახლა კი ჩვენს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება, რომელიც როგორც უკვე გითხარით შემდეგ ეტაპზე გასვლის ბედს გადაწყვეტს. აღსანიშნავია აუცილებლად ის ფაქტი, რომ ტურნირის დაწყებამდე ევრო 2024-ის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულმა პორტუგალიამ იმედები გაამართლა და ჯერ ჩეხეთი 2:1 დაამარცხა, ხოლო შემდეგ თურქეთს დიდი სხვაობით 0:3 მოუგო - ეს იმას ნიშნავს, რომ 6 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია და 1/8-ფინალში გასვლა 1 ტურით ადრე გაიფორმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის შესაძლოა ეს შვების მომგვრელი იყოს, რადგან პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა პრესკონფერენციაზეც აღნიშნა, რომ ბოლო თამაშში როტაციას მიმართავდა. ჩვენი შეხვედრა ზოგადად ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩია და რაღაც მხრივ კარგიცაა, რადგან მანამდე ყველა დაპირისპირების ანგარიში იქნება ცნობილი და ყველა მესამეადგილოსნის ვინაობასაც შევიტყობთ, იმედია ერთ-ერთი, რომელიც 1/8-ფინალის საგზურს მოიპოვებს სწორედ ჩვენი ნაკრები იქნება. საქართველოსთვის მატჩის დაწყებამდე უკვე ცნობილი გახდება ნაკრებს მხოლოდ მოგება აძლევს ხელს თუ ნათამაშები ფრეც საკმარისია, ყველაფერი სხვა ჯგუფების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა თურქეთთან 3:1 წააგო, ხოლო შემდეგ ჩეხეთთან ფრედ 1:1 ითამაშა.

ბოლო მატჩამდე კი ჩვენი ნაკრების, F ჯგუფის ცხრილი ასე გამოიყურება:

F ჯგუფი

სხვა სტატიები