Belive

"მისი ყიდვა სარისკოა" - კანი ოსიმენის ტრანსფერზე

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური და გერმანული მედია საშუალებები, ვიქტორ ოსიმენის მომავალთან დაკავშირებით აქტიურად სპეკულირებენ. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბაიერნი" ნიგერიელი შემტევის სამსახურით აქტიურად ინტერესდება.

ავტორიტეტული გამოცემები აღნიშნავენ, რომ "რეკორდმაისტერი" ოსიმენის სანაცვლოდ რეკორდული თანხის გადახდას გეგმავს, თუმცა, ოლივერ კანმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

"როდესაც საქმე ასეთ სოლიდურ ღირებულებას ეხება, უნდა დავსვათ კითხვა: გვაქვს, თუ არა გარანტიები, რომ ფეხბურთელი მასზე გაცემულ ავანსებს გაამართლებს? ოსიმენის ტრანსფერი უდავოდ დიდ რისკებთანაა დაკავშირებული", - ოლივერ კანი.

შეგახსენებთ, იტალიის სერია A-ს ბომბარდირთა დავას ვიქტორ ოსიმენი ლიდერობს. ნიგერიელმა შემტევმა 23 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები