მიქაუტაძეს 5 მატჩია არ გაუტანია | ქართველის შეფასება ოსასუნასთან
ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ოსასუნამ ვილიარეალს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ უკვე ზედიზედ 3 მატჩია, ვილიარეალი გამარჯვებას ვერ ახერხებს (წაგებები ბეტისთან და რეალთან).
გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მინდორზე 75 წუთი გაატარა. ქართველმა ერთხელ დაარტყა კარში, გადაცემებს კი 82%-იანი სიზუსტით აკეთებდა (8/11). მისი შეფასება 6.3/6.4 ქულით ფასება (WHOSCORED-ისა და SOFASCORE-ის მიხედვით). ვილიარეალის მხრიდან დუბლი ხერარ მორენომ შეასრულა - ჯერ პენალტით დააწინაურა სტუმრები, შემდეგ კი გამათანაბრებელი გოლიც გაიტანა.
ვილიარეალმა ცხრილში მესამე ადგილი დაკარგა და ახლა ბარსელონას, რეალის და ატლეტიკოს უკანაა. 'ყვითლები' მომდევნო შეხვედრას შინ, ესპანიოლის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
ყველა ტურნირზე, მიქაუტაძეს 5-მატჩიანი მშრალი სერია დაუგროვდა - ქართველს ლა ლიგაში 5 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა შესრულებული.
𝐅𝐈𝐍𝐀𝐋. 𝐄𝐦𝐩𝐚𝐭𝐞 𝐞𝐧 𝐄𝐥 𝐒𝐚𝐝𝐚𝐫 (𝟐-𝟐)
— Villarreal CF (@VillarrealCF) January 31, 2026
Los goles del Villarreal fueron obra de Gerard Moreno pic.twitter.com/PjpA7PWW8u