Belive

მიქაუტაძემ ნავსი საგოლე გადაცემით გატეხა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტურში, "ლე ავრმა" "ლიონს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:4 განადგურდა. ლიონისთვის ეს გამარჯვება, ყველა ტურნირზე ჩატარებულ შეხვედრებში, ზედიზედ მეხუთე იყო. სეზონის არასტაბილურად დაწყების შემდეგ, პიერ საჟის გუნდი აშკარად კარგ ფორმაშია.

ისევე, როგორც "ნანტთან" შეხვედრაში, გიორგი მიქაუტაძემ ლე ავრთანაც სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მატჩში 72-ე წუთზე ჩაერთო, ამ მომენტისთვის ანგარიში უკვე 0:3 იყო და თამაშის ბედი გადაწყვეტილი, თუმცა მიქაუტაძეს ჰქონდა საკუთარი მოტივაცია, მას ლიონის მაისურით საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა მიღებული არ ჰქონდა. ქართველმა ნავსი მატჩის მიწურულს, 87-ე წუზე გატეხა, როცა ბენრაჰმას გოლი ბრწყინვალე საგოლე გადაცემით გაატანინა. მოედანზე გატარებული დაახლოებით 20 წუთისთვის, მისი შეფასება საკმაოდ მაღალია - 7.4 ქულა.

ლიონს 13 ქულა აქვს და ცხრილის მე-7 პოზიციაზეა. მიქაუტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას "ოსერის" წინააღმდეგ, საკუთარ კედლებში ჩაატარებს.

სხვა სტატიები