Belive

WhoScored-ის ვერსიით Top 5 ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში 2 ქართველი მოხვდა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

WhoScored-მა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის გასული კვირის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.

გუნდში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელები - ბუდუ ზივზივაძე და გიორგი მიქაუტაძე მოხვდნენ.

ბუდუმ ,,კილთან'' მოგებულ მატჩში თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა, ჟორჟმა კი, რომელიც ,,ლე ავრთან'' შეხვედრაში 77-ე წუთზე ჩაერთო, გოლი გაიტანა და 2 ასისტიც მიითვალა.

WhoScored-მა ზივზივაძის თამაში 9.04 ქულით შეაფასა, მიქაუტაძემ კი 8.57-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

სიმბოლურ თერთმეტეულში ყველაზე მაღალი, 9.52-ქულიანი შეფასება ,,ლაიფციგის'' მეკარეს, პეტერ გულაშის აქვს:

  • მეკარე - პეტერ გულაში

  • მცველები - ნიკოლა მილენკოვიჩი, ინიგო მარტინესი, პატრიკ მაინკა

  • ნახევარმცველები - ლამინე იამალი, ბრუნო ფერნანდეში, ალესანე პლეა, დან ნდოიე

  • თავდამსხმელები - გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, კილიან მბაპე

სხვა სტატიები