Belive

საუკეთესო ორივე გუნდში - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ?

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში გალათასარაი ვილიარეალს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანი 72-ე წუთზე დატოვა. ნაადრევად გასვლის მიუხედავად, ჟორჟმა გოლის გატანაც შეძლო და გამორჩეულიც იყო, რის გამოც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

მოედანზე გატარებულ დროში მიქაუტაძემ 1 გოლი გაიტანა და 29-დან 28 ზუსტი პასი შეასრულა - განსაკუთრებით აღსანიშნავია ფინალურ მესამედში შესრულებული პასების 100%-იანი შედეგი (9/9).

სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა მიქაუტაძის თამაში შემდეგნაირად შეაფასეს:

  • Flashscore: 8.3

  • Sofascore: 7.6

სხვა სტატიები