მიქაუტაძე ვილიარეალში ტრავმირებული დაბრუნდა - ჟორჟი ბეტისთან ვერ ითამაშებს?!
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ვილიარეალის შემტევი, გიორგი მიქაუტაძე კლუბში ტრავმირებული დაბრუნდა - თურქეთთან გამართული მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს, მიქაუტაძემ დისკომფორტი იგრძნო და ვილი სანიოლმა ის მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გაიყვანა.
ვილიარელის მთავარმა მწვრთნელმა ბეტისთან მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა და მისი თამაში ეჭვქვეშ დააყენა.
მიქაუტაძე გარკვეულ დისკომფორტს გრძნობს. დანამდვილებით არაფრის თქმა შეგვიძლია, ყველაფერი ბოლო ვარჯიშზე გაირკვევა. - მარსელინო.
ვილიარეალისა და ბეტისის მატჩი 18 ოქტომბერს, 20:30 საათზე გაიმართება. ლა ლიგის განვლილი 8 ტურის შემდეგ, ყვითლები 16 ქულით მე-3 პოზიციას იკავებენ.