მიქაუტაძე: ,,ხვალ უნდა მოვიგოთ, რათა მერვედფინალში გავიდეთ''
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ლიონის'' თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, ,,ლუდოგორეცთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ეს ევროთასია, ჩვენ ტურნირის მონაწილეები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. მიუხედავად იმისა, რომ 3 მატჩია არ წაგვიგია, ვიცით, რომ ჩვენი ბოლოდროინდელი შედეგები კარგი არ იყო. ხვალ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ.
ბულგარული ფეხბურთის შესახებ ბევრი ნამდვილად არ ვიცი. ჩემთვის მთავარი ჩემი გუნდია. მხოლოდ მოგება და პლეი-ოფში გასვლა გვინდა.
პაულო ფონსეკა? არ ვიცი როგორ ან რა სისტემით თამაშობს. ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩსა და 3 ქულის მოპოვებაზე ვარ კონცენტრირებული.
ლაკაზეტთან ერთად თამაში? დიახ, ეს შეგვიძლია. ახალი მწვრთნელის მოსვლასთან ერთად, ვნახოთ, როგორ სურს მას ამ ყველაფრის ორგანიზება.
პიერ საჟის წასვლა? რა თქმა უნდა, მწვრთნელის ცვლილება ჩვენზე მოქმედებს. ის, რაც მან გასულ წელს გააკეთა, გასაოცარია. მისი გათავისუფლების მიუხედავად, ვცდილობთ ისე მოვემზადოთ, როგორც სხვა მატჩებისთვის ვემზადებით. პროფესიონალები ვართ და წინსვლა უნდა განვაგრძოთ. ხვალ უნდა მოვიგოთ, რათა მერვედფინალში გავიდეთ.'' - გიორგი მიქაუტაძე
ევროპა ლიგის ბოლო ტურში ,,ლიონი'' ,,ლუდოგორეცს'' უმასპინძლებს.
7 მატჩის შემდეგ, მიქაუტაძის გუნდს 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა. ხვალ გამარჯვების შემთხვევაში, ,,ლიონი'' საუკეთესო 8 გუნდში ადგილს ავტომატურად გაინაღდებს.
🎙️ Avant cette rencontre de Ligue Europa, @MikautadzeG est revenu sur la personnalité de Jorge Maciel 🔴🔵#OLPFC
— Olympique Lyonnais (@OL) January 29, 2025
⬇️ https://t.co/VjaFmBTuCt pic.twitter.com/HI2gvkVCu3