Belive

ფავორიტებმა ვერ მოიგეს | როგორ დასრულდა იბერიას სავარაუდო მეტოქეების პირველი მატჩები?

23 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა.

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო იაგელონია - რეინჯერსისა და ლინკოლნი - ომონიას დაპირისპირებები იყო. იმ შემთხვევაში თუ იბერია ლარნეს (ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი) ბარიერს დაძლევს, პლეი-ოფში მისი მომავალი მეტოქე იაგელონიასა და რეინჯერსის წყვილში გამარჯვებული იქნება. ლარნესთან წაგებისა და კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გადასვლის შემთხვევაში კი, ქართულ გუნდს ლინკოლნსა და ომონიას შორის დამარცხებული ელის.

შეიძლება ითქვას, რომ ამ მატჩებში ფავორიტებმა მოლოდინები ვერ გაამართლეს - უპირატესობის მიუხედავად, კვიპროსულმა ომონიამ გიბრალტარში ლინკოლთან ფრედ ითამაშა და თანაც, თამაშის გადარჩენა 93-ე წუთზე გატანილი გოლით შეძლო.

რაც შეეხება მეორე წყვილს, რეინჯერსი იაგელონიასთან სტუმრად 1:2 დამარცხდა. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, საიდანაც ორი ავტოგოლი იყო. შოტლანდიელებს მე-2 ტაიმში რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, თუმცა, საბოლოოდ, გამარჯვება მაინც მასპინძლებს დარჩათ.

იბერიასა და ლარნეს დაპირისპირება სამშაბათს, 11 აგვისტოს, თბილისში გაიმართება. ქართული კლუბის მომავალი მეტოქე კი მომავალ ხუთშაბათს, 13 აგვისტოს გამოვლინდება.

სხვა სტატიები