Belive

გიორგი მიქაუტაძის 2 საგოლე მოქმედებით ლიონმა ოსერი დაამარცხა

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის 29-ე ტურის შეხვედრაში "ლიონმა" "ოსერი" 1:3 დაამარცხა. გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა გიორგი მიქაუტაძემ. ქართველმა ფეხბურთელმა პირველი გოლის ეპიზოდში, 54-ე წუთზე, პენალტი თავად გამოიმუშავა, შემდეგ ზუსტად დაარტყა და თავისი გუნდი დააწინაურა, მეორე გოლი 62-ე წუთზე რაიან შერკიმ გაიტანა. "ოსერის" მხრიდან 77-ე წუთზე ლასინე სინაიოკომ სხვაობა შეამცირა, მაგრამ კვლავ მიქაუტაძის აქტიურობით ლიონელებმა ორბურთიანი უპირატესობა მაინც დააფიქსირეს, ჟორჟმა 84-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტის გაატანინა.

გიორგი მიქაუტაძემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, დამატებით დროში ქართველმა ფორვარდმა მხრის არეში ტკივილი იგრძნო და 90+8 წუთზე მისი შეცვლა გახდა საჭირო. Sofascore-მა ჟორჟს ყველაზე მაღალი შეფასება 8.6 დაუწერა. გიორგიმ გოლს+ასისტი მიითვალა, ბურთს 42-ჯერ შეეხო, 25 გადაცემიდან 19 ზუსტად შეასრულა, 2-ჯერ კარში დაარტყა, ერთხელ კი კარისკენ, 7 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გაიმარჯვა.

"ლიონი" ლიგა 1-ის ცხრილში 51 ქულით მე-4 ადგილზეა (15 მოგება, 6 ფრე, 8 მარცხი), ამ შედეგით მათ ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლა მოახერხეს. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი, ევროპა ლიგის ეგიდით "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 17 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.

გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 გოლი და 9 საგოლე გადაცემა აქვს. ლიგა 1-ში მისი მონაგარი 9 გოლი და 5 ასისტია.

სხვა სტატიები