Belive

მინო რაიოლამ ჰოლანდის შესახებ მსოფლიო გრანდთან შეთანხმებას მიაღწია 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უახლესი ინფორმაციების თანახმად, ერლინგ ჰოლანდის მომავალი უკვე გარკვეულია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ნორვეგიელი თავდამსხმელის ცნობილი აგენტი, მინო რაიოლა საქმეს აქტიურად აწარმოებს და ჰოლანდით დაინტერესებულ ერთ-ერთ კლუბთან წინასწარი შეთანხმება, ე.წ პაქტიც კი დადო. 21 წლის ფეხბურთელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა და მისი დამატებით რამდენიმე გრანდი, მათ შორის მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ინტერესდებიან. როგორც ირკვევა, რაიოლამ შეთანხმებას სწორედ კატალონიურ გრანდთან მიაღწია. რაც შეეხება "სამეფო კლუბს" მათი მიზანი სეზონის ბოლოს "პსჟ-სთან" კონტრაქტამოწურლი კილიან მბაპეს გადაბირება იქნება და მსოფლიო ფეხბურთის მეორე ამომავალ ვარსკვლავზე აქცენტს ნაკლებად გააკეთებენ. წინასწარი ცნობებით, ჰოლანდის ტრანსფერი 68 მილიონი ევრო დაჯდება. მისი კონტრაქტი დორტმუნდის "ბორუსიასთან" 2024 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს. სკანდინავიელი მეგოლე გერმანიის ბუნდესლიგის გრანდს 2020 წლის იანვარში, ავსტრიული "ზალცბურგიდან" შეუერთდა და ამ კლუბის მაისურით 75 მატჩში 76 გოლის გატანა და 20 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.  

სხვა სტატიები