Belive

სამეფო კლუბმა დაადასტურა - ჯუდ ბელინგემი 1 თვეს იუქმებს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა - ჯუდ ბელინგემმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მინიმუმ 1 თვეს იუქმებს და სავარაუდოდ, სექტემბერში გასამართი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად "სამეფო კლუბი" ავრცელებს.

"სამწუხარო ინფორმაცია უნდა გაცნობოთ. რამდენიმე კვირით ჯუდ ბელინგემი გამოგვაკლდება.

ის მარჯვენა ფეხის ქუსლზე ტრავმამ შეაწუხა, რის შემდეგაც, 23 აგვისტოს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო გამოკვლევა, რამაც აჩვენა, რომ მას ქუსლის ერთ-ერთი კუნთი აქვს გაგლეჯილი, სწორედ ამ ფაქტის გამო, ჯუდი მინიმუმ 1 თვეს იუქმებს.

მალე დაგვიბრუნდი, ჯუდ!" - ვკითხულობთ "სამეფო კლუბის" განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჯუდ ბელინგემი, მადრიდის "რეალის" ღირსებას 2023/2024 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც მან 44 მატჩი ჩაატარა, 23 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

მან პირველივე სეზონში, "სამეფო კლუბთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

სხვა სტატიები