Belive

ალვარო არბელოა ფულემის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ალვარო არბელოა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარ ფულემს ჩაიბარებს. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

"ჩემთვის ნამდვილი პატივია ამ ახალი ეტაპის დაწყება ფულემში, რომელიც ლონდონის უძველესი კლუბია", - ამბობს 43 წლის ესპანელი სპეციალისტი.

არბელოას ხანმოკლე მუშაობა რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარუმატებელი გამოდგა: გუნდი ესპანეთის თასის მერვედფინალიდან დაბალი დივიზიონის ალბასეტემ გამოაგდო, ხოლო ლა ლიგაში განცდილმა რამდენიმე მტკივნეულმა მარცხმა მადრიდელებს საჩემპიონო იმედები გადაუწურა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ისინი მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდნენ, რის გამოც მადრიდის რეალმა ზედიზედ მეორე სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა.

ფულემმა ინგლისის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მე-11 პოზიცია დაიკავა და ევროპული ტურნირების საგზურის მოპოვება ვერ მოახერხა.

სხვა სტატიები