"მინდა ვიბრძოლო და არ დავნებდე, როგორც მენეჯერს ეს გამოწვევა მომწონს" - პეპ გვარდიოლა
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტი" "სპორტინგთან" 4:1 დამარცხდა. მატჩის მე-4 წუთზე ფილ ფოდენმა ანგარიში გახსნა, 38-ე წუთზე ვიქტორ დიოკერეშმა ანგარიში გაათანაბრა, მეორე ტაიმში მაქსიმილიანო არაუხოს და დიოკერეშის კიდევ ორი გოლის წყალობით "სპორტინგმა" მანჩესტერელები გაანადგურა.
2018 წლის შემდეგ პირველად "მანჩესტერ სიტიმ" ზედიზედ 3 მატჩი წააგო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პეპ გვარდიოლამ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
დასაწყისში ვიცოდით, რომ წინ რთული სეზონი გველოდა, მაგრამ მე მომწონს, მიყვარს, მინდა ამ ყველაფერს შევეგუო და ჩემ ფეხბურთელებს წინსვლისკენ მოვუწოდო.
შედეგების თვალსაზრისით ახლა რთული მომენტია, მაგრამ ჩვენ აქ ვართ და გამოსწორების გზები უნდა ვეძებოთ. მინდა ვიბრძოლო და არ დავნებდე, როგორც მენეჯერს ეს გამოწვევა მომწონს.
ეს არის ფეხბურთი. ზოგჯერ შეიძლება წააგო, მაგრამ ის უკვე წარსულია. სპორტი და ზოგადად ცხოვრება ასეთია, ზოგჯერ გაქვს ცუდი მომენტები, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ახლა მთავარია ამ წაგების ახსნა ვიპოვო.
თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა ეცადოს, რომ უკეთესი იყოს და ეს ყველაფერი გამოსწორდება, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლა და ამას გავაგრძელებთ.
მიზეზის პოვნა რთულია თუ რატომ ხდება ეს, "სიტიში" შვიდნახევარი სეზონია უკვე ვარ და ზედიზედ სამი მარცხი არ მახსოვს. ჩვენ რთულ სიტუაციაში ვართ, როგორც ჩანს ყველაფერი არასწორი გზით მიდის.
კარგი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამი თამაში წავაგეთ, ჩვენ როგორც პრემიერ ლიგაზე, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე კარგ პოზიციაზე ვართ. კვლავ ვიბრძვით ტიტულისთვის, მაგრამ უკეთესად უნდა ვიმოქმედოთ. უბრალოდ, ეს არ არის საკმარისად კარგი ამ მომენტში. - პეპ გვარდიოლა - "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი
ჩემპიონთა ლიგაზე 4 ტურის შემდეგ "მანჩესტერ სიტი" 7 ქულით (2 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი) მე-6 პოზიციაზეა.