Belive

ნაიჯელ დე იონგმა გაამხილა, ვინ იყო ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატი

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნაიჯელ დე იონგმა გაამხილა, რომელი ოთხი კანდიდატი განიხილებოდა ნიდერლანდების ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ამის შესახებ, მან ნიდერლანდურ სპორტულ გამოცემა Nos-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ ნაკრებთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივდებდა. შესაბამისად, ნიდერლანდების ფეხბურთის სამეფო კავშირმა ახალი მწვრთნელის ძებნა დაიწყო.

დე იონგმა, რომელიც ორგანიზაციაში უმაღლესი დონის ფეხბურთის დირექტორის პოზიციას იკავებს, ოთხი კანდიდატისაგან შემდგარი სია გაამხილა. ესენი იყვნენ, პეპ გვარდიოლა, არნე სლოტი, მაიკლ რეიზეგერი და ჩავი. პირველი არჩევანი გვარდიოლა იყო, მაგრამ რადგან ნიდერლანდებში მალევე გაიგეს, რომ ესპანელი სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას აღარ აპირებდა, მაშინვე დაიწყეს ახალი კანდიდატურის ძებნა.

სიაში შემდეგი არნე სლოტი იყო, მაგრამ მას ლიევრპულიდან წასვლის მიუხედავად, საკლუბო ფეხბურთში დარჩენა სურდა. ამის შემდეგ კი ორი კანდიდატი დარჩა - ჩავი და რეიზეგერი. აგვისტოს დასაწყისში, ორივემ ფართო მოლაპარაკებები გამართა, რის შემდეგაც, ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციამ, საბოლოოდ, არჩევანი ესპანელზე შეაჩერა.

მას საფეხბურთო ვნება და დომინანტური მიდგომა აქვს. ასევე მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება და ის ხასიათი, რომელიც ფეხბურთელებთან ურთიერთობაში ეხმარება.

გარდა ამისა, ის ჩვენ საფეხბურთო კულტურას იზიარებს. ის ზუსტად იმ იდენტობის მატარებელია, რაც ნიდერლანდების ნაკრებისთვისაა დამახასიათებელი. - განაცხადა დე იონგმა