"მინდა თავი რომაში ან ნაპოლიში გამოვცადო" - ანტონიო კონტე
იტალიელმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ საინტერესო განცხადება გაავრცელა. 54 წლის სპეციალისტი ამბობს, რომ მას სერია ა-ში დაბრუნება სურს. კონტეს იტალიურ ფეხბურთში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ანტონიოს ისე გუნდები ჰყავს გაწვრთნილი, როგორებიც არიან "იუვენტუსი", "ინტერი" და "ატალანტა"
საუდის არაბეთიდან დიდი შეთავაზება დავბლოკე. უარის თქმა გადავწყვიტე. სამი წლის შემდეგ, "იუვენტუსიდან" წამოსვლას ვნანობ. მსურს საკუთარი თავი "რომაში" ან "ნაპოლიში" გამოვცადო. - განაცხადა კონტემ
🇮🇹 Antonio Conte: “I’ve rejected a huge proposal from Saudi — I decided to say no”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 16, 2023
“I regretted leaving Juventus after just three years. I’d like to try an experience in Roma or Napoli one day, but I usually prefer to join at the end of the season…”, told Belve. pic.twitter.com/23ZpjnA8CC
აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ L'Équipe-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტე "ნაპოლის" ჩაიბარებს. მათი თქმით, იტალიელი სპეციალისტი დე ლაურენტისის მთავარი სამიზნეა. სპორტულ მედიაში ისიც იწერება, რომ რუდი გარსიას დღეები ნეაპოლში დათვლილია.
რუდი გარსია 1 ივლისიდან "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელია, რა დროშიც მან 10 მატჩი ჩაატარა და 5 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა, ხოლო 3 მატჩი დათმო. ამ ყველაფერთან ერთად კი, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუდი გარსიას მიმართ ნეაპოლური კლუბის ფეხბურთელები უარყოფითად არიან განწყობილები.