მაურისიო პოჩეტინო ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ჩაიბარებს
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ჩელსის", "პსჟ-ს" და "ტოტენჰემის" ყოფილი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო აშშ-ს ნაკრებს ჩაიბარებს. აღნიშნულ ინფორმაციას The Athletic ავრცელებს.
კოპა ამერიკაზე გრეგ ბელჰარტის მიერ ნაჩვენები ცუდი თამაშის შემდეგ, ამერიკელები თავკაცს აქტიურად ეძებდნენ. როგორც წყარო იტყობინება, არგენტინელ სპეციალისტს შეთავაზებაზე დიდხანს არ უფიქრია.
პოჩეტინოს დანიშვნამდე ამერიკელთა მწვრთნელად პელეგრინო მატარაცო, პატრიკ ვიეირა, ლუის დე ლა ფუენტე და იურგენ კლოპი განიხილებოდნენ.
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მაურისიომ "პსჟ-სთან" ერთად ლიგა 1, საფრანგეთის თასი და საფრანგეთის სუპერ თასი მოიგო.