Belive

გორეცკა: "ტერ შტეგენი ბედნიერია რომ ლიგაზე ჩვენ ვერ შეგვხვდება..."

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" 28 წლის ნახევარმცველმა - ლეონ გორეცკამ, გერმანიის ვარჯიშზე მომხდარი სახალისო ფაქტის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გორეცკამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, კატალონიის "ბარსელონას" მეკარე - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მასთან მივიდა და უთხრა, რომ ბედნიერი იყო იმ ფაქტით, რომ "ბარსელონა" და "ბაიერნი" 2023/2023 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს აღარ შეხვდებიან.

"პოლონეთთან თამაშისთვის ვემზადებოდით, რა დროსაც ტერ შტეგენი უცებ გვერდზე მომიდგა და მომილოცა. ვერ მიხვდი რას მილოცავდა, რამდენიმე წამში კი მითხრა, რომ ორივემ მოვიგეთ ჩვენი ჩემპიონატები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონა" და "ბაიერნი" ერთმანეთს ვერ დაუპირისპირდებიან. ამაზე მთელმა ნაკრებმა ძალიან ბევრი ვიცინეთ..."

შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, "ბარსელონა" და "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ.

სხვა სტატიები