შლოტერბეკზე ოცნებები დასრულდა - მან დორტმუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის ბორუსიას 26 წლის მცველმა - ნიკო შლოტერბეკმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გაახანგრძლივა, რის მიხედვითაც იგი დორტმუნდში 2031 წლამდე ითამაშებს.
El primer triunfo de Ole Book.
— José I. Araoz (@Gazpachen) April 10, 2026
Y la foto muchachitos... No es casualidad. Carsten Cramer se mete como nunca lo hizo. Book en el centro con Nico Schlotterbeck. Y Lars Ricken tratando de sostener la camiseta con unos dedos.
Una imagen que explica el momento institucional del… pic.twitter.com/Gz89syn7R6
26 წლის ფეხბურთელმა, რომლის წინა კონტრაქტიც დორტმუნდთან 2026/27 წლების სეზონის მიწურულს იწურებოდა, ამ ამბით სიხარული გამოთქვა და აღნიშნა, რომ უბედნიერესია კლუბში დარჩენით.
"ძალიან მიხარია, რომ დორტმუნდთან კონტრაქტი გავახანგრძლივე. გადაწყვეტილების მიღებას განზრახ არ დავაჩქარე, რადგან ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. მთელი ამ ხნის განმავლობაში კარგი დისკუსიები გვქონდა, მაგრამ ეს არ იყო პროცესი, რომელიც ერთ ან ორ კვირაში დასრულდა. კლუბის ხელმძღვანელებმა კარგი გეგმა წარმომიდგინეს და მე ვიცი, რა მაქვს ამ კლუბში.
ჩემი მიზანია დორტმუნდთან ერთად ტიტულების მოგება...“ - ნიკო შლოტერბეკი
ეს ფაქტი ძალიან სასიხარულო იყო დორტმუნდის გულშემატკივართათვის, რადგან 26 წლის გერმანელი მცველის შეძენით მსოფლიო ფეხბურთის გრანდები იყვნენ დაინტერესებულნი. ინტერესი იყო როგორც პრემიერ ლიგიდან, ასევე ბარსელონა და რეალიდანაც.
ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ნიკო შლოტერბეკისთვის ბრძოლაში 'სამეფო კლუბი' იყო დაწინაურებული, თუმცა ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
შლოტერბეკი BVB-ს 2022 წლის ზაფხულში ფრაიბურგიდან შეუერთდა და მას შემდეგ კლუბის მაისურით 155 მატჩი ჩაატარა, სადაც 10 გოლი გაიტანა. შლოტერბეკმა გერმანიის ნაკრებში 25 მატჩი ჩაატარა და მოსალოდნელია, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იულიან ნაგელსმანის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იქნება.