მილუოლის მეკარეს დისკვალიფიკაცია გაუზარდეს
ინგლისის ასოციაციის თასის 1/8-ფინალში, "კრისტალ პალასმა" "მილუოლს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
მატჩის მე-7 წუთზე, "კრისტალ პალასის" ლიდერმა, ჟან-ფილიპ მატეტამ მძიმე დარტყმა მიიღო. ბურთზე ბრძოლის დროს, "მილუოლის" მეკარე ლაიამ რობერტსმა მატეტას თავში ბუცი ჩაარტყა - შედეგად, მეკარემ წითელი ბარათი მიიღო და მატჩის ნაადრევად დატოვება მოუწია, მატეტა კი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მატჩი პირველ მარტს გაიმართა, მას შემდეგ კი "მილუოლის" ფეხბურთელის დისკვალიფიკაციის საკითხი იდგა დღის წესრიგში. წითელი ბარათი ავტომატურად სამმატჩიან დისკვალიფიკაციას ნიშნავდა, მაგრამ ფეხბურთის ასოციაცია აღნიშნულ აკრძალვას არ ეთანხმებოდა და მისი გაზრდა მოითხოვა, ამის შემდეგ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია 6 მატჩამდე გაგრძელდა. ამრიგად, ლაიამ რობერტსი 8 აპრილამდე ვერ ითამაშებს.
"კრისტალ პალასის" ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საავადმყოფოში ჟან-ფილიპ მატეტას ყურზე 25 ნაკერი დაადეს და დაკვირვების შემდეგ, სახლში გაწერეს.
Millwall goalkeeper Liam Roberts has been handed a six-match ban for his challenge on Jean-Philippe Mateta which hospitalised the Crystal Palace forward. pic.twitter.com/gZ6Awtn4OC
— Sky Sports News (@SkySportsNews) March 7, 2025