Belive

მილიტაო რეალს 195-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ედერ მილიტაო, მადრიდის რეალთან ერთად, ვარჯიშებს დაუბრუნდა. ბრაზილიელ ფეხბურთელს, კუნთის ტრავმის გამო, 195 დღეა რაც არ უთამაშია. მოურინიოსთვის 28 წლის ფეხბურთელის დაბრუნება მნიშვნელოვანი სიახლეა. რეალში გადაწყვეტილი აქვთ, რომ მილიტაო გუნდში იქამდე არ დააბრუნონ, სანამ ფეხბურთელი ბოლომდე მზად არ იქნება.

ბრაზილიელს, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბევრი ტრავმა ჰქონდა, რომელთა გამოც, რეალში დიდი ხანი ვერ ითამაშა. პირველად, 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის მარტამდე, ხოლო მეორედ, 2024 წლის ნოემბრიდან, 2025 წლის ივნისამდე. როგორც კი 'ბლანკოსის' მცველი ფიზიკური კონდიციების აღდგენას შეუდგა, გასული წლის აპრილში, კვლავ კუნთის პრობლემამ იჩინა თავი, რის გამოც, მილიტაოს, ოფიციალურ მატჩებში, ექვს თვეზე მეტია არ უთამაშია.

მოედანზე ბრაზილიელის დაბრუნების გამო შექმნილი მოლოდინის მიუხედავად, რეალი არავითარ რისკზე წასვლას არ აპირებს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მოურინიო და სამედიცინო შტაბი განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოიჩენენ და ვარჯიშებზე ფეხბურთელის ფიზიკურ მდგომარეობას ყურადღებით დააკვირდებიან. სამედიცინო შტაბში კარგად ესმით, რომ მცველის მაღალი ინტენსივობის მატჩებში ნაადრევად დაბრუნებას შესაძლოა, სერიოზული პრობლემები მოჰყვეს. შესაბამისად, ბრაზილიელს პირველ გუნდში ეტაპობრივად და წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით ჩართავენ.

რეალი, ლა ლიგაში მომდევნო მატჩს 10 ოქტომბერს, ვილიარეალის წინააღმდეგ ჩაატარებს. მოურინიოს გუნდი ამჟამად, ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან ბარსელონას ექვსი ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები