Belive

მილიონი დოლარი თითოეულ ფეხბურთელს - კონგოს პრეზიდენტმა ფეხბურთელებს პირობა მისცა

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფამდე, სადაც აფრიკიდან პლეი ოფის ნახევარფინალში ნიგერია/გაბონი და კამერუნი/კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა არიან, საინტეროსო ინფორმაცია გავრცელდა.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფელიქს ჩისეკედიმ, ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს 1 მილიონი დოლარის ბონუსი დაჰპირდა, თუ ისინი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ, ამისათვის კი მათ პირველ რიგში ჯერ კამერუნი უნდა დაამარცხონ, შემდეგ კი ფინალში ნიგერიასა და გაბონს შორის გამარჯვებული.

ამ დაპირებამ კონგოელთა ბანაკში აღფრთოვანების ტალღა გამოიწვია, გუნდთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ფეხბურთელებს პირადად გადასცა ეს მესიჯი, რომლის მიზანიც რწმენის გაღვივება და მომენტის მნიშვნელობის ხაზგასმა იყო, რადგანაც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის ეს უბრალოდ კიდევ ერთი მატჩი არ არის, ეს ისტორიის გადაწერის შანსია.

მოთამაშეები ახლა გამოწვევის წინაშე დგანან, რამაც შეიძლება განსაზღვროს მათი კარიერა და მათი ქვეყნის სპორტული მემკვიდრეობა. გამარჯვება არა მხოლოდ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას ნიშნავს, არამედ თითოეულ მოთამაშეს მილიონერად აქცევს.

კამერუნსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის მატჩი ხუთშაბათს, 13 ნოემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები